20 აპრილი 2024,   18:51
ვრცლად
დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობების კონტრაბანდა - საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი პასუხისგებაში მისცა

დიდი ოდენობით ოქროს შემოტანის მცდელობა სარფის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით -ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს. უწყების ინფორმაციით, პასუხისგებაში მიცემულია სამი პირი. 

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, ბრალდებულებმა საზღვარზე დეკლარირებული  2 კგ ოქროს ნაკეთობები შემოიტანეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით  5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

დღის ამბები