21 აგვისტო 2018,   14:02
ვრცლად
"ეკონომიკური ომი" - რუსეთი აშშ-ს ეკონომიკური და პოლიტიკური სანქციებით ემუქრება 

დიმიტრი მედვედევმა შეერთებული შტატების მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება - “ეკონომიკური ომის” გამოცხადებას შეადარა.

რუსეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუკი შეზღუდვების გაძლიერება საბანკო საქმიანობის შეზღუდვას შეეხება, მოსკოვი შტატებს ეკონომიკური, პოლიტიკური და საჭიროების შემთხვევაში სხვა მეთოდებითაც უპასუხებს.

რუსეთის წინაღმდეგ სანქციების გაღრმავების შესახებ კომენტარი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმაც გააკეთა. ჰიზერ მოიერტის თქმით, ვაშინგტონს მოსკოვთან კარგი ურთიერთობა სურს და ახალი შეზღუდვები მიზანია, რუსეთს საკუთარი ქმედებების გამოსწორებისკენ უბიძგოს ან წაახალისოს.

დღის ამბები