24 აპრილი 2024,   19:08
ვრცლად
თუშეთის გზაზე ავტომანქანით მოძრაობა აღდგა

სტიქია საქართველოში - თუშეთის გზაზე გზის გაწმენდითი სამუშაოები დილიდან განახლდა. აბანოს უღელტეხილზე ჩარჩენილი რუსი ტურისტები უსაფრთხო ადგილას იმყოფებიან.

სოფელ ომალოში ახმეტის მერის წარმომადგენელი ლადო კახოიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე  საფრთხე აღარ არსებობს, ავტომანქანები ჩვეულებრივად გადაადგილდებიან და გზის გაწმენდითი სამუშაოები დასრულებულია.

უამინდობის გამო, ფშაველი - აბანო - ომალოს გზაზე მოძრაობა აკრძალული იყო, ინტენსიური წვიმის შედეგად საავტომობილო გზის რამდენიმე მონაკვეთზე ჩამოიშალა მიწა და კლდის მასა, რის გამოც მოძრაობა ყველა სახის ტრანსპორტისთვის აიკრძალა.

დღის ამბები