გადაუღებელმა წვიმებმა საფრანგეთში მასშტაბური წყალდიდობა გამოიწვია. სტიქია ქვეყნის სამხრეთ რეგიონებს დაატყდა თავს.
დაზარალებულ პროვინციებში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, უსაფრთხო ადგილას უკვე 1600-ზე მეტი ადამიანი გადაიყვანეს. ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაშავებულისა და ერთი დაკარგული შესახებაც. სამაშველო ოპერაციაში უკვე ავიაციაც ჩაერთო.