21 აგვისტო 2018,   14:04
ვრცლად
დატბორილი გზები, სახლები და განადგურებული საყოფაცხოვრებო ნივთები - ძლიერმა წვიმამ ქობულეთში პრობლემები შექმნა 

სტიქია აჭარაში - ძლიერმა წვიმამ ქობულეთში პრობლემები შექმნა. დაიტბორა გზები, ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დაზიანდა ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა.

უამინდობის გამო, ქობულეთის მუნიციპალიტეტის 10 სოფელს შეეზღუდა ელექტროენერგიის მიწოდება.

მოსახლეობის ინფორმაციით, სანიაღვრე არხები მოუწესრიგებელია და ნალექის დაგროვება სწორედ ამან გამოიწვია.

ქობულეთის მერიაში საგანგებო შტაბი მუშაობს. ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერ დადგენილი არ არის.

ამავე თემაზე
დღის ამბები