25 აპრილი 2024,   05:10
ვრცლად
ლარი გაუფასურდა - კომერციულ ბანკებში 1 დოლარის ღირებულება 2.62 ლარს აღწევს

ეროვნული ვალუტა დღეს მნიშვნელოვნად გაუფასურდა. ერთი დოლარის ღირებულებამ კომერციულ ბანკებში 2.ლარსა და 62 თეთრს მიაღწია. 

თიბისი ბანკში ერთი დოლარის ღირებულება 2.61 ლარია. რაც შეეხება საქართველოს ბანკს, ერთი დოლარის შეძენა 2.60 ლარად არის შესაძლებელი. 

მაღალია დოლარის კურსი სავალუტო ჯიხურებშიც. დოლარს ღირებულება 2.56 ლარს აღწევს. 

ლარი უფასურდება საერთაშორისო ბირჟებზეც. დღეს დილით ეროვნული ვალტის კურსი დოლართან მიმართებაში ბლუმბერგის მონაცემებით 2.48 ლარი იყო, ამ დროის მონაცემებით კი 2.54-ა. 

დღის ამბები