23 ოქტომბერი 2018,   21:20
ვრცლად
ჩაშლილი ვიზიტი სტრასბურგში - ზაზა სარალიძე და ელისო კილაძე მთავარ პროკურატურას გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ

თბილისში ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე და ელისო კილაძე მთავარ პროკურატურას მიმართავენ.

შვილმოკლული მამა და გაზეთ „ქრონიკა პლუსის“ რედაქტორი ითხოვენ უწყებამ დაადგინოს, რა მიზეზით ჩაიშალა მათი და მალხაზ მაჩალიკაშვილის სტრასბურგში გამგზავრება.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩაიშალა ჩვენი სტრასბურგში ვიზიტი, ვითხოვთ გამოძიების დაწყებას, რასთან დაკავშირებით მოხდა ცრუ ინფორმაციის გადაცემა გერმანიის ფედერაციასთან, ვინ გადასცა ცრუ ინფორმაცია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი არის ტერორისტობაში ბრალდებული და მე და ქალბატონი ელისო კილაძე, მისი თანმხლები პირები, რა თქმა უნდა, დაკავებული ვიქნებოდით მის თანამზრახველ პირებად, ანუ საზღვრის გადაკვეთაში ხელის შეწყობის მიზნით და ათასგვარი ბრალდება შეიძლებოდა, წაეყენებინათ ჩვენთვის. უნდა დაიწყონ გამოძიება და აუცილებლად უნდა გაირკვეს, ვინ ჩააყენა უხერხულობაში საქართველოს ხელისუფლებიდან მთელი ქვეყანა და ვინ ცდილობს ქვეყნის რეპუტაციის შელახვას,“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

პროკურატურამდე ინფორმაცია მათ ევროკავშირის ოფისის წარმომადგენლობას მიაწოდეს.

სტრასბურგში გამგზავრებას ელისო კილაძე, მალხაზ მაჩალიკაშვილი და ზაზა სარალიძე 5 აგვისტოს გეგმავდა, თუმცა მათი თქმით, თბილისიდან ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაიგზავნა წერილები, სადაც წერია, რომ ამ ჯგუფში ტერორისტულ საქმიანობაში ბრალდებულებიც არიან.

დღის ამბები