25 აპრილი 2024,   20:28
ვრცლად
ცესკო-ს დისკრედიტაცია - კახა კალაძე საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბების მზადებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებებს პასუხობს

საპრეზიდენტო არჩევნები და საარჩევნო მანიპულაციები - ოპოზიციური პარტიების ბრალდებებს თბილისის მერმა, კახა კალაძემ უპასუხა.

კახა კალაძის თქმით, ცესკო-ს დისკრედიტაციის მცდელობაა ოპოზიციის განცხადებები, თითქოს, ცესკო არჩევნების გაყალბებას აპირებს და საოლქო კომისიებს მმართველი პარტიის წევრების ახლობლებით აკომპლექტებს.

„ეს არის არასწორი პოლიტიკური განცხადებები მათი მხრიდან, მათი მცდელობა არის, რომ დისკრედიტაცია მოახდინონ ცესკო-ს, რაც ნამდვილად არ გამოუვათ. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, ყველა არჩევნების წინ ისინი ამას ცდილობენ, წარმოადგინონ თუ რაიმე ფაქტები არსებობს ამასთან დაკავშირებით, მოჰყვება შესაბამისი რეაგირება კანონის ფარგლებში,“ - განაცხადა კალაძემ.

დღეს, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ცესკო საარჩევნო ადმინისტრაციას აკომპლექტებს „ქართული ოცნებისა“ და სუს-ის წევრების ახლობლებით, რაც მისი განცხადებით,  ნიშნავს, რომ რეგიონებში ფაქტობრივად საარჩევნო შტაბებს ეს პირები გააკონტროლებენ.

გიორგი ვაშაძემ იმ პირთა სიაც გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც დასტურდება, რომ კონკრეტულ საარჩევნო კომისიებში დანიშნულები არიან "ქართული ოცნების" ოჯახის წევრები. 

დღის ამბები