24 აპრილი 2024,   21:07
ვრცლად
გენერალ ქუთათელაძის მკვლელობა - სასამართლო გიორგი ჭანტურიას აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობს

საქალაქო სასამართლო ამ წუთებში გენერალ სამსონ ქუთათელაძის მკვლელობაში ბრალდებულის გიორგი ჭანტურიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.  ბრალდების მხარე გიორგი ჭანტურიასთვის წინასწარ ორ თვიან პატიმრობას ითხოვს. პროკურორის თქმით, ბრალდების მხარეს აქვს არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც გიორგი ჭანტურიას ბრალს ადასტურებს. მტკიცებულებებს შორის არის აუდიო-ვიდეო ჩანაწერები.

ბრალდებულის ადვოკატი კი აცხადებს, რომ პროკურატურას არ გააჩნია რეალური მტკიცებულებები და ბრალდების ერთადერთი მტკიცებულება ფალსიფიცირებული აუდიო ჩანაწერია. საუბარია გიორგი ჭანტურიას დის სატელეფონო საუბარზე, სადაც მარიამ ჭანტურია მისი ძმის საეჭვო ნივთის შესახებ საუბრობს, რომელიც მათ სახლში ინახებოდა.

„არც ერთი საფრთხე, რომელზეც შესაძლოა საუბრობდეს ბრალდების მხარე თუ კი ის პატიმრობის შუამდგომლობით შევა სასამართლოში, არც ერთი მtკიცებულებით არ არის გამყარებული. შესაბამისად ჩვენი პოზიცია იქნება, რომ გიორგი ჭანტურიას გათავისუფლება მოხდეს აღკვეთის ღონისძიების გარეშე. თუ კი რეალურად აღნიშნული ვიდეო-აუდიო ჩანაწერი საქმეში არსებობს, მაშინ მათ ის უნდა წარმოედგინათ სასამართლოში. ხოლო ამ მეთოდით რა მეთოდითაც მათ გაავრცელეს აღნიშნული ჩანაწერი, რომელიც არის ფალსიფიცირებული, დამონტაჟებული ის იქნება დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობილი. მარიამ ჭანტურია ამბობს, რომ ეს არის დამონტაჟებული. მას აღნიშნული საუბარი არ ჰქონია,“-განაცხადაგიორგი ჭანტურიას ადვოკატმა ანი კეკენაძემ.

მისივე თქმით, პროკურატურამ მოახდინა ზეწოლა მოწმეებზე და ის ადამიანები რომლებიც მანამდე ამბობდნენ, რომ ე.წ. სტამბოლის ბაზრის ტერიტორიაზე გიორგი ჭანტურია არ უნახავთ ახლა საპირისპიროზე საუბრობენ. 

ყოფილ პროკურორს განზრახ მკვლელობისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის წაუყენეს ბრალი. 

დღის ამბები