21 აგვისტო 2018,   14:03
ვრცლად
„აფიშის შინაარსის მიხედვით BASSIANI-ს ცოტა ბევრი ხალხის სახელით ჩასვლა გამოსდიოდა"-მიშა მშვილდაძე

BASSIANI  მოსკოვში აღარ წავა. კლუბის რეზიდენტებმა ვიზიტი მას შემდეგ ჩაშალეს, რაც გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

პროდიუსერი მიშა მშვილდაძე მიიჩნევს, რომ თავად ღონისძიების აფიშის შინაარსიდან გამომდინარე აღიქმებოდა, რომ BASSIANI-ის რეზიდენტებს REDBULL MUSIC ACADEMY-ის ფესტივალზე საკმაოდ ბევრი ხალხის სახელით ჩასვლა გამოსდიოდათ.  სწორედ ამას მოჰყვა საზოგადოების გაღიზიანება.

„აფიშა თვითონ ამ ამბის, იქ ეწერა, რომ აი, ქართველი რეივოლუშენები, რომლებიც 12-ში ერთად დადგნენ და დიდი რეივი მოაწყვეს და თავის თავისუფლების დაცვა შეძლეს გვინდა, რომ ჩამოვიყვანოთ აქ. ანუ ერთგვარად მათ უნდოდათ ეჩვენებინათ, რომ მთელი ის დუხი, რაც იქ იდგა და ძალიან ბევრი ხალხი, ის საპროტესტო მუხტი თითქოს აი, ის ჩადის მთლიანად და არა მარტო მუსიკა. და ცოტა ბევრი ხალხის სახელით ჩასვლა გამოდიოდა და შესაბამისად აღშფოთებაც ამას მოჰყვა,“-განაცხადა პროდიუსერმა მიშა მშვილდაძემ.

მხატვარი გია ბუღაძე კი მიიჩნევს, რომ  BASSIANI-ის რეზიდენტებს მოსკოვში მიპატიჟებაში ჩეკისტული ჩანაფიქრი იყო და ეს ყველაფერი პუტინის დიდი გეგმის ნაწილს წარმოადგენდა.

„მათი შემოთავაზებები საცდუნები ბევრი იქნება. გულუბრყვილობა არ უნდა გამოვიჩინოთ და ფრთხილად უნდა ვიყოთ ამასთან მიმართებით. იმიტომ, რომ რეალურად ამ მიმართებით, როცა დიდ მასშტაბები ხდებოდა, მასშტაბური შეხვედრები ვთქვათ კონცერტები, სანახაობები, შოუები რა თქმა უნდა ყველაფერი ჩეკისტური ჩანაფიქრია და ეს არის პუტინის დიდი გეგმის შემადგენელი ნაწილი. ეს არის რა თქმა უნდა რბილი ძალა, ჩეკისტური რბილი ძალა, რომლითაც პუტინი მუშაობს,“-განაცხადა გია ბუღაძემ.  

კლუბი BASSIANI-ის რეზიდენტებს 15 სექტემბერს მოსკოვში REDBULL MUSIC ACADEMY-ის ფესტივალზე უნდა დაეკრათ.

დღის ამბები