25 აპრილი 2024,   09:04
ვრცლად
"არის მომენტები, როდესაც რაციონალურ ველს ვცდებით და მხოლოდ ემოციებით ვსულდგმულობთ"-დავით სუბელიანი BASSIANI-ის გაუქმებულ ვიზიტს ეხმაურება

BASSIANI-ის გაუქმებული ვიზიტი მოსკოვში-კლუბის გადაწყვეტილებას აზრთა სხვადასხვაობა მოჰყვა. საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს, რომ BASSIANI-მა მიიღო სწორია, თუმცა ნაწილი თვლის, რომ კლუბის რეზიდენტებმა გადაწყვეტილება ემოციებზე დაყრდნობით მიიღეს. მათ შორის არის ორგანიზაცია ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი დავით სუბელიანი, რომელიც თვლის რომ ამ გადაწყვეტილებით კლუბი რაციონალურ ველს გასცდა.

„არის მომენტები, როდესაც ჩვენ ვაჩვენებთ უმწიფრობას და ინფანტიურობას ჩვენ დამოკიდებულებებში. მართლაც არის სიტუაციები როდესაც რაციონალურ ველს ვცდებით და მხოლოდ ემოციებით ვსულდგმულობთ. ასე იყო ამ შემთხვევაში გუშინ. დადებული არ იყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ბასიანს შეიძლება გასვლა ჰქონოდა, როდესაც უკვე ათასობით ადამიანი პოსტავდა და წერდა იმაზე, რომ ეს არის ქვეყნის ღალატი და ეს არის  პუტინის ადმინისტრაციასთან მეგობრობა,“-განაცხადა დავით სუბელიანმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები