20 აპრილი 2024,   16:29
ვრცლად
ზურაბიშვილის განცხადება ომზე და მესამე სექტორის მწვავე პროტესტი-11 გავლენიანი ორგანიზაცია მოსალოდნელ ზიანზე საუბრობს

ძალიან საშიში პროცესი, რომელმაც შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს ქვეყანას-ასე აფასებს 11 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია საპრეზიდენტო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მიერ დაწყებულ დისკუსიას, ვინ დაიწყო ომი 10 წლის წინ. საერთო განცხადებაში, რომელიც სამოქალაქო სექტორმა დღეს გაავრცელა, პირდაპირ წერია, რომ ჰააგის სასამართლოში მიმდინარე განხილვის წინ, ასეთი დისკუსია მხოლოდ რუსეთის ინტერესებშია და შესაძლოა ქვეყანას დიდი პოლიტიკური ფასი დაუჯდეს.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ განცხადების ხელმომწერებიდან ერთ-ერთია.  ბოლო 10 წლის განმავლობაში საიამ ათობით დევნილის საქმე შეისწავლა და მათი სახელით რუსეთის წინააღდეგ დავა საერთაშორისო სასამართლოში დაიწყო. ათასზე მეტი ომის თვითმხილველი გამოკითხა ფონდმა „ღია საზოგადოება საქართველომ“ და ეს ჩვენებები ახლა რუსეთის წინააღმდეგ ქვეყნის მთავარი მტკიცებულებაა. გამოკითხული დევნილები არც ერთი არ ხდის სადავოდ ვინ დაიწყო ომი 10 წლის წინ.

საქართველოს დღეს რუსეთის წინააღდეგ ჰააგის სასამართლოში მყარი მტკიცებულებები აქვს, ეს არის მოწმეების ჩვენებები, ვიდეო კადრები რადარის და სატელეფონო საუბრის ჩანაწერები. ამ დოკუმენტებს სამოქალაქო სექტორი და სამთავრობო უწყებები წლების განმავლობაში აგროვებდნენ, თუმცა ის რაც უკვე გააკეთეს შესაძლოა პოლიტიკური ლიდერების განცხადებებმა წყალში ჩაყაროს. 

ავტორი: თამთა ჯიქია.

დღის ამბები