25 აპრილი 2024,   05:32
ვრცლად
აშშ-ში გატაცებულმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა

შეერთებულ შტატებში გატაცებულმა სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. შემთხვევა სიეტლში მოხდა. ლაინერი აეროპორტიდან კომპანია "ალიასკის ავიახაზების" თანამშრომელმა გაიტაცა, ბორტზე არავინ იმყოფებოდა.

გამოძიების ვერსიით, 29 წლის მამაკაცის მიზანი თვითმკვლელობა იყო და მომხდარი ტერორიზმს არ უკავშირდება.

უნებართვო აფრენის შემდეგ თვითმფრინავს ორი ავიაგამანადგურებელი დაედევნა, საბოლოოდ კი ის აეროპორტიდან 65 კილომეტრის დაშორებით, სამხედრო კომპლექსის მახლობლად ჩამოვარდა.

ადგილზე სამაშველო ჯგუფები ამ დრომდე მუშაობენ, თუმცა გამტაცებლის ბედი უცნობია.

შემთხვევის გამო სიეტლის აეროპორტმა დროებით მუშაობა შეწყვიტა.

დღის ამბები