20 აპრილი 2024,   07:47
ვრცლად
საქართველოს თანამედროვე ისტორიაში შინდისის ბრძოლა იყო ქართველთა შეუპოვრობის და თავდადების უპრეცენდენტო მაგალითი - ლევან იზორია 

საქართველოს სახელმწიფო მინისტრები ლევან იზორია და ქეთევან ციხელაშვილი სოზარ სუბართან ერთად შინდისის მოვლენების 10 წლისთვის აღსანიშნავად დღეს შინდისში ჩავიდნენ.

მათ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს, დაღუპულ ჯარისკაცთა მშობლების გაესაუბრნენ და მშენებარე მემორიალის ადგილი მოინახულეს.

შინდისის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალის დასაფინანსებლად უკვე მილიონ ლარზე მეტია მობილიზებული და ძეგლის მშენებლობა მომავალ წელს დასრულდება.

„საქართველოს თანამედროვე ისტორიაში შინდისის ბრძოლა იყო ქართველთა შეუპოვრობის და თავდადების უპრეცენდენტო მაგალითი. იმ 17 ქართველი სამხედრო მოსამსახურის სახელის უკვდავსაყოფად ჩვენ, მთავრობამ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ადგილას მათი სულების უკვდავსაყოფად აშენდეს მემორიალი,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

შინდისის გმირთა მემორიალთან ამ დრომდე მიდიან დაღუპულ მებრძოლთა ოჯახის წევრები, პოლიტიკოსები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

შინდისთან დაღუპული გმირების ხსოვნას დღეს პატივის მიაგეს და მათი ღვაწლი გაიხსენეს გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია"-ს წარმომადგენლებმა.

„შინდისის გმირების სახელი ასწლეულებს და ათასწლეულებს გაყვება და რაც მთავარია, პატრიოტიზმი, სახელმწიფოებრიობა სწორედ ასეთ გმირობებზე დგას და ამ ადამიანებმა თავისი სიცოცხლით გვიჩვენეს უპრეცენდენტო მაგალითი იმის, თუ რა არის მთავარი იდეა ჩვენი ცხოვრების,“ - განაცხადა „ახალი საქართველოს” თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ვაშაძემ.

დღის ამბები