ბელარუსის პრეზიდენტი რუსეთს აკრიტიკებს. ალექსანდრე ლუკაშენკომ ფიქრობს, რომ ოფიციალური მოსკოვი მინსკთან მიმართებაში უსამართლო კონკურენციის პირობებს ქმნის.
განცხადება ბელარუსის ლიდერმა ერთ-ერთ ქარხანაში სტუმრობის დროს გააკეთა. მისი შეფასებით, რუსეთი მინსკს მხეცურად ექცევა და როგორც ვასალისგან, რაღაცეებს ითხოვს, თავად კი ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ფორმატით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება არ სურს.
ლუკაშენკოს განცხადებით, ამ საკითხის ვლადიმერ პუტინთან განხილვას აპირებს.