19 აპრილი 2024,   07:48
ვრცლად
ფოთში ზღვამ მამაკაცის ცხედარი გამორიყა - გარდაცვლილი 25 წლის რუსი ტურისტია

ფოთში ზღვამ ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. გარდაცვლილი 25 წლის რუსი ტურისტია, რომელიც ფოთში რამდენიმე დღის წინ დაიხრჩო.

მაშველების ინფორმაციით, ის მეგობართან ერთად ზღვაში 4 ბალიანი შტორმის დროს შევიდა, მაშინ როცა ბანაობა აკრძალული იყო.

მაშველებმა მისი მეგობრის გადარჩენა შეძლეს. სამძებრო სამუშაოები უამინდობის გამო ვერ განხორციელდა.

გარდაცვლილი ქუთაისი პროზექტურაშია გადასვენებული. ფაქტზე გამოძიება სსკ ს 115 ე მუხლით მიმდინარეობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები