24 აპრილი 2024,   09:52
ვრცლად
ანტისამთავრობო აქცია ბუქარესტში მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა - არიან დაშავებულები

ანტისამთავრობო აქცია ბუქარესტში მასშტაბურ არეულობაში გადაიზარდა. 50 ათასამდე ადამიანი რუმინეთის დედაქალაქის ქუჩებში 20-ზე მეტი მოთხოვნით გამოვიდა, მათ შორის, მთავარი კი პარლამენტის დათხოვნა და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა იყო.

არეულობა მას შემდეგ დაიწყო, რაც მომიტინგეების ნაწილმა სანაგვე ურნებს ცეცხლი წაუკიდა და პოლიციას ბოთლები დაუშინა.

აქციის მონაწილეებმა სამთავრობო შენობასთან ძალოვანების კორდონის გარღვევაც სცადეს.

სამართალდამცველებმა აქტივისტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. შეტაკების დროს ბუქარესტში  400-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

დღის ამბები