24 აპრილი 2024,   16:24
ვრცლად
RMG-ის საქმიანობის მავნე ზემოქმედება გარემოზე - "ქვემო ქართლის მედია" კვლევას ასაჯაროებს

"დაბა კაზრეთში მცხოვრებ ქალთა განწყობები" - ასე ჰქვია კვლევას, რომლის მთავარი ფოკუსი რეგიონში მცხოვრები ადამიანების და განსაკუთრებით ბავშვების ჯანმრთელობის მდგომარეობაა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ქვემო ქართლის მედია" RMG-ის საქმიანობისა და გარემოზე მავნე ზემოქმედების შესახებ პირველ კვლევას ასაჯაროებს. 

ორგანიზაციამ 18-დან 55 წლამდე ასამდე ქალბატონი გამოკითხა. კვლევის მიხედვით ირკვევა, რომ რესპოდენტთა უმრავლესობა მის გარშემო არსებულ გარემოს მდგომარეობას ჯანმრთელობისათვის საზიანოდ აღიქვამს. ფიქრობენ, რომ მსგავს გარემოში ბავშვების გაზრდა სახიფათოა.

გამოკითხულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ კომპანია „RMG” მათთვის ერთ-ერთ დამსაქმებელს წარმოადგენს, მაგრამ მეორე მხრივ, კომპანია აზიანებს გარემოს და ზიანს აყენებს მათ ჯანმრთელობას. 

"რესპოდენტების უმრავლესობა თვლის, რომ გარემო არის მტრული მათ მიმართ. თვლიან, რომ საწარმოს მუშაობის შედეგად დაბინძურებულია ჰაერი, რომელსაც ყოველდღე სუნთქავენ, დაბინძურებულია ნიადაგი. ასევე, კითხვაზე, როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რესპონდენტების უმრავლესობა ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა არ არის დამაკმაყოფილებელი,“ - აცხადებს მკვლევარი „ქვემო ქართლის მედია“ მანონი ბოკუჩავა.

რაც შეეხება „RMG GOLD“-ს, კომპანიაში აცხადებენ, რომ კვლევასთან დაკავშირებით კომენტარს მომდევნო კვირაში გააკეთებენ.

მესამე სექტორში აცხადებენ, რომ კვლევა უკვე გადასცეს შესაბამის უწყებებს, მათ შორის ჯანდაცვის და გარემოს დაცვის სამინისტროს.

დღის ამბები