15 ნოემბერი 2018,   21:50
ვრცლად
მნიშვნელოვანი
ორმაგი მკვლელობა ნინოწმინდაში - სამართალდამცველებმა 1976 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს

სამართალდამცველებმა ნინოწმინდაში მომხდარი ორი მამაკაცის მკვლელობის ფაქტი გახსნეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია სოფელ სათხაში მცხოვრები 1976 წელს დაბადებული გ. მ.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უწყების ცნობით, ორი მოკლული მამაკაცი სავარაუდო მკვლელთან სახლში სტუმრად იმყოფებოდა,  მასპინძელსა და სტუმრებს შორის შელაპარაკება მოხდა, რის შემდეგაც ეჭვმიტანილმა ორივე მამაკაცს დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. ორივე მათგანი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა მკვლელობაში ეჭვმიტანილი პირი რამდენიმე საათში დააკავეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები