20 აპრილი 2024,   05:50
ვრცლად
მაშველებმა ტობავარჩხილის გზაზე ჩარჩენილი ტურისტები უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს

წალენჯიხაში, ტობავარჩხილის გზაზე ჩარჩენილი ისრაელის მოქალაქეები მაშველებმა უსაფრთხოდ ჩამოიყვანეს. 

საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ორი მოქალაქე მდ.ჯალარას ადიდების გამო მეორე ნაპირზე გამოსვლას ვეღარ ახერხებდა. 

ტურისტები უსაფრთხო ადგილზე არიან გადაყვანილები. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

დღის ამბები