24 აპრილი 2024,   13:02
ვრცლად
ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან - ლევან დავითაშვილმა და ტიტე არეშიძემ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია განიხილეს

ლევან დავითაშვილმა და ტიტე არეშიძემ აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სტრატეგია და სოფლის მეურნეობის პროგრამების მიმდინარეობა განიხილეს. 

შეხვედრაზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი და აჭარის სოფლის მეურნეობის ახლად დანიშნული მინისტრი, სამომავლოდ კოორდინირებულ თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ.

„ჩვენ განვიხილეთ გეგმები, რომელიც ავტონომიური რესპუბლიკის სამინისტროს ექნება. ჩვენ გვექნება მაღალი დონის კოორდინაცია იმისთვის, რომ მიზნები, რომელიც რეგიონის სოფლის მეურნეობის განვითარებას უკავშირდება, მაქსიმალურად ეფექტიანად განვახორციელოთ,“ - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ტიტე არეშიძემ ერთობლივი მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია, როდესაც რეგიონები სინქრონში მუშაობენ და ყველა პროექტი, რომელიც მიმართულია ამ შემთხვევაში აჭარაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით და შესაბამისად, გლეხების პროდუქციის ეფექტურობაზე აისახება,“ - განაცხადა ტიტე არეშიძემ.

დღის ამბები