20 აპრილი 2024,   17:55
ვრცლად
გრიგოლ ვაშაძე ამბროლაურში, ჟოშხას თემში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის "ძალა ერთობაშია" საპრეზიდენტო კანდიდატი და გაერთიანების სხვა ლიდერები ამბროლაურში, ჟოშხას თემში მცხოვრებ მოსახლეობას შეხვდნენ.

ადგილობრივები მთავარ პრობლემად უწყლობას, უგაზობასა და ტურისტული პროექტების გაჭიანურებას ასახელებენ.

მათივე თქმით, ახალგაზრდებს არ აქვთ რეგიონში დასაქმების საშუალება, რის გამოც იძულებული ხდებიან რაჭა დატოვონ.

გრიგოლ ვაშაძის თქმით, რეგიონში სხვადასხვა პროექტების სწრაფი განხორციელება, რათა ადგილზე დასაქმების ადგილები გაჩნდეს, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული იქნება.

„21-ე საუკუნეა, რაჭაში მერამდენე სოფელში ვართ, ამ ულამაზეს კუთხეში და ეს სოფლები წყლის, გაზის, ელემენტალური მომსახურეობის გარეშე არიან. არც გზა არის, კრიმინალი აშფოთებს ადგილობრივ მოსახლეობას, იმიტომ რომ ტურისტს აშინებს და ერთი დასკვნაა გამოსატანი, რომ ამ არჩევნებით, ყველას უნდა ამ ხელისუფლების წასვლა და რომ მოვიგებთ გასაგებია, მაგრამ ყველაფერი ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს, რომ რიგით მოქალაქემდე მივიდეს ბიუჯეტიდან ფული და ის პრივილეგიები, რომელიც "ქართულ ოცნებაში" მარტო ბიუროკრატიას აქვს,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები