26 აპრილი 2024,   01:10
ვრცლად
შალვა ნათელაშვილი დიდგორის ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გელათში იმყოფებოდა

დიდგორის ბრძოლის დღესთან დაკავშირებით გელათში იმყოფებოდა „ლეიბორისტული პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი.

შალვა ნათელაშვილმა დავით აღმაშენებლის საფლავზე გვირგვინი მიიტანა. მთავარმა „ლეიბორისტმა“ დავით აღმაშენებლის საფლავზე პირობა დადო, რომ ქვეყნის აღმშენებლობისთვის ყველაფერს გააკეთებს.

„ვეუბნებით მეფეთა მეფეს უდიდეს მადლობას დიდგორისთვის, ვუხდით უდიდეს ბოდიშს, რომ ვერ შევინარჩუნეთ მისი აშენებული საქართველო და ვაძლევთ პირობას, რომ ჩვენ საქართველოს ერთიანობას აღვადგენთ. დღესაც პრაქტიკულად, იგივე ამოცანის წინაშე დგას ერი, ჩვენ დღეს უნდა დავამარცხოთ არამარტო გარეშე მტერი, არამედ გარეშე მტრის დამარცხება უნდა დავიწყოთ შიდა მტრების, ოლიგარქის, ფეოდალების, ბაღვაშების დამარცხებით,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

დღის ამბები