19 აპრილი 2024,   08:03
ვრცლად
ორდღიანი შტურმის შემდეგ, თალიბანის მებრძოლებმა ავღანეთში, ქალაქ ღაზნის ნაწილი დაიკავეს

ორდღიანი შტურმის შემდეგ, თალიბანის მებრძოლებმა ავღანეთში, ქალაქ ღაზნის ნაწილი დაიკავეს. გავრცელებული ცნობით, სამთავრობო ძალები მხოლოდ გუბერნატორის კომპლექსს და უსაფრთხოების ეროვნული დეპარტამენტის შენობას აკონტროლებენ.

მებრძოლები ამ დროისთვის პოლიციის ადგილობრივი შტაბის აღებას ცდილობენ.

ფართომასშტაბიანი შეტევის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 150-მდე კი დაშავდა. გარდაცვლილთა უმეტესობა ავღანელი სამხედროები არიან, 13 კი მშვიდობიანი მოქალაქე.

გავრცელებული ცნობით, შეტაკების დროს სერიოზული დანაკარგი განიცადეს მებრძოლებმაც

დღის ამბები