25 აპრილი 2024,   13:27
ვრცლად
დიდგორი არ დამთავრებულა - ილია მეორე

დიდგორის ბრძოლა გაიხსენა დღეს საკვირაო ქადაგების დროს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა და ამ ბრძოლაში დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. ილია მეორემ იმედი გამოთქვა, რომ დიდგორის გამარჯვება მუდამ იქნება საქართველოში.

„ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ჩვენს ბოროტებას, იმ ნაკლს, რომელიც ჩვენშია. ჩვენ ვახსენებთ დიდგორობას და ღმერთმა ინებოს, რომ დიდგორის გამარჯვება მუდამ იყოს საქართველოში, დიდგორი არ დამთავრებულა. სანამ ჩვენ ვცხოვრობთ, სანამ ჩვენ ვარსებობთ, დიდგორი მუდამ იქნება,“ - განაცხადა პატრიარქმა.

დღის ამბები