19 აპრილი 2024,   07:35
ვრცლად
ამერიკული ხომალდები და თვითმფრინავი - შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსადმი 10 წლის წინ

ზუსტად 10 წელი გავიდა შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოსადმი გამოხატული ყველაზე ძლიერი მხარდაჭერიდან. აშშ-ის მაშინდელმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა ამერიკის მხრიდან საქართველოსთვის ჰუმანიტარული დახმარების გადაწყვეტილება მიიღო.

მოსკოვში კარგად ესმოდათ, რომ ამერიკული ხომალდები ზღვაში და თვითმფრინავი ჰაერში, მხოლოდ მედიკამენტებს და სასმელ წყალს არ ნიშნავდა, თბილისთან რამდენიმე კილომეტრში მოსულმა რუსულმა არმიამ საქართველოს დედაქალაქზე თავდასხმა ვეღარ გაბედა.

ჯორჯ ბუშის განცხადებამდე რუსული ჯარი წინ თბილისისკენ მოიწევდა. რუსეთის საჰაერო ძალები 12 აგვისტოს ღამის განმავლობაში დაბომბვას განაგრძობდნენ.

რუსეთის პრეზიდენტმა, დიმიტრი მედვედევმა საქართველოში სამხედრო ოპერაციის დასრულების ბრძანება გასცა. თუმცა, რუსი სამხედროები განაგრძობენ შესვლას, როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოში, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის მიღმა. სერგეი ლავროვმა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გადადგომა მოითხოვა.

მოსკოვის პირდაპირი აგრესიის შესაჩერებლად რუსეთში და თბილისზე რუსეთის შეტევის შესაძლებლობის შესამცირებლად თბილისში აღმოსავლეთ ევროპის პირველი პირები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად იმყოფებოდნენ.

მოსკოვში რუსეთის ხელმძღვანელობასთან გამართული მოლაპარაკებების შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი თბილისში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პროექტით ჩამოვიდა.

საქართველოს ხელმძღვანელობასთან სარკოზის მოლაპარაკებების შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმების ტექსტში მოსკოვის თანხმობით ცვლილებები შევიდა.

2008 წლის 12 აგვიტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მოსკოვი ამ დრომდე არ ასრულებს. 

დღის ამბები