24 აპრილი 2024,   14:47
ვრცლად
გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე ცაგერელების პრობლემებს გაეცნო

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშია“ საპრეზიდენტო კანდიდატი, გრიგოლ ვაშაძე და გაერთიანების სხვა ლიდერები ცაგერს ესტუმრნენ.

მთავარ პრობლემებად მოქალაქეებმა უმუშევრობის მაღალი დონე, სიღარიბე და მზარდი კრიმინალი დაასახელეს.

ადგილობრივების თქმით, მოსახლეობა რეგიონს მასიურად ტოვებს.

გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, გაერთიანებულ ოპოზიციას აქვს კონკრეტული ხედვა, როგორ დაძლიონ ქვეყანის წინაშე არსებული პრობლემები.

„ამას უკვე სიბრაზე და აღშფოთება აღარ ჰქვია, ამას ჰქვია ქართველების გენოციდი. ლეჩხუმში 500-ზე მეტი სიკვდილიანობა არის ყოველ წელს და 30-40-ზე მეტი ბავშვი არ იბადება. განახევრებული არის უკვე მოსახლეობა, იმის ნაწილი კიდევ ემიგრაციაში არის წასული. ეს არის ნადვილი გენოციდი ქართველების. ადამიანებს უნდათ მიწაზე მუშაობა, ადამიანებს უნდათ მთის შენახვა, მთის სოფლების შენახვა და ამის შესაძლებლობა არ აქვთ იმიტომ, რომ გვყავს აბსოლუტურად კორუმპირებული, უსაქმური და მავნებელი ხელისუფლება,“ - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

დღის ამბები