19 აპრილი 2024,   10:13
ვრცლად
სამარცხვინო საქციელი და უპასუხისმგებლობა - მეუფე პეტრე, მეუფე იაკობის ქადაგებას აფასებს

„ეს საქციელი და არანაირად ქადაგება, ბოდბის წმინდა ნინოს კათედრიდან, არის მორიგი უპასუხისმგებლობა ბოდბელი ეპისკოპოსის მხრიდან,“ - ეს განცხადება ჭყონდიდის მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ, მეუფე იაკობის სკანდალურ ქადაგებასთან დაკავშირებით გააკეთა.

მეუფე პეტრემ პატრიარქის ქორეპისკოპოსი მწვავედ გააკრიტიკა და მეუფე იაკობის მიერ გაკეთებული სკანდალური განცხადებაც გაიხსენა, რომელიც ბოდბელმა ეპისკოპოსმა 2016 წლის ნოემბერში გააკეთა.

„ეს საქციელი და არანაირად ქადაგება, ბოდბის წმინდა ნინოს კათედრიდან, არის მორიგი უპასუხისმგებლობა ბოდბელი ეპისკოპოსის მხრიდან და მორიგი სამარცხვინო საქციელი და უკვე შეიძლება შეფასდეს, რომ არა მარტო მას პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, წინდა სინოდს და სინოდის თავმჯდომარეს ეკისრება. 2016 წლის შემოდგომაზე, ნოემბრის თვეში, თუ არ ვცდები, მეუფე იაკობმა, ასევე მსგავსი უპასუხისმგებლო განცხადებით ბოდბის კათედრიდან, დააანონსა და თქვა, რომ თითქოს არის ბრძოლა დაწყებული პატრიარქის წინააღმდეგ და რომ სიძეობა არ არის იმუნიტეტი და რომ ის აუცილებლად დაიცავს პატრიარქს და შემდეგ, დაახლოებით ერთ თვეში, იკრიბება წმინდა სინოდი. მე მას პირადად მივმართე, პატრიარქის და სინოდის თანდასწრებით, თხოვნით, მოთხოვნითაც, შეიძლება ითქვას, რომ მას ეთქვა, თუ რა მოვლენასთან გვქონდა საქმე და ის გაჩერდა, დადუმდა. დღემდე არ გაუცია პასუხი. რომ ეთქვა, თუ რამე ჰქონდა სათქმელი, თუ რასთან გვქონდა საქმე, რა მოვლენებთან, რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ თვით ციანიდის სკანდალიც არ იქნებოდა და მთელი ქვეყანა ასეთ დიდ უხერხულობაში არ აღმოჩნდებოდა. და როგორც პატრიარქი ბრძანებს, მის თავზე ცა აღარ ჩამოინგრეოდა. მეუფეს გუშინდელი საქციელიც თუ განცხადება, იძლევა იმის საფუძველს, რომ ის დამატებით იქნეს დაკითხული ან საქმეზე და ხელახლა წავიდეს წარმოებაში ციანიდის საქმე,“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.

 

დღის ამბები