25 აპრილი 2024,   08:35
ვრცლად
ავარიული ოთხები, სანიტარული პრობლემები, ქვეწარმავლები - ომბუდსმენმა ახმეტის მუნიციპალიტეტის ბაღებში მონიტორინგი ჩაატარა

ახმეტის მუნიციპალიტეტის რამდენიმე საბავშვო ბაღში შექმნილი მძიმე ვითარების გამო, სახალხო დამცველი ადგილობრივ ხელისუფლებას დაუყოვნებლივ რეაგირებისკენ მოუწოდებს.

ომბუდსმენის აპარატმა ბაღების მონიტორინგის დროს არაერთი პრობლემა აღმოაჩინა, მათ შორისაა მოუწესრიგებელი სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა. ნესტიანი და ავარიული ოთახები, სადაც აღსაზრდელებს ხშირად საწოლის გარეშე იატაკზე დაფენილ ლეიბებსა და სკამებზე აძინებენ, ამას ემატება მღრღნელები და ქვეწარმავლები.

 ნინო ლომჯარიას თქმით, ყველაზე მძიმე მდგომარეობა სოფელ ქისტაურისა და ზემო ხოდაშენის, ასევე ახმეტის N5 და N6 საბავშვო ბაგა-ბაღებშია. ომბუდსმენი ბაღებში კადრების სიმცირეზეც საუბრობს.

ამავე თემაზე
დღის ამბები