19 აპრილი 2024,   03:17
ვრცლად
რობერტ ქოჩარიანს აქტივისტებმა პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს

რობერტ ქოჩარიანს აქტივისტებმა პრესკონფერენციის ჩატარების საშუალება არ მისცეს. სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი პატიმრობიდან გუშინ გაათავისუფლეს. დღეს კი მედიასთან შეხვედრას გეგმავდა.

აქტივისტები დარბაზში შეიჭრნენ და ქოჩარიანის ხელახლა დაპატიმრება და უფლებამოსილების შეჩერება მოითხოვეს იმ მოსამართლისთვის, რომელმაც ექსპრეზიდენტის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება გამოიტანა.

რობერტ ქოჩარიანი ივლისის ბოლოს, 2008 წლის მარტში განვითარებული მოვლენების გამო დააპატიმრეს. მაშინ ხელისუფლებამ ოპოზიციის აქცია ძალის გამოყენებით დაშალა. შეტაკებების დროს კი 8 ადამიანი დაიღუპა. ყოფილ პრეზიდენტს კონსტიტუციური წესრიგის დარღვევა ბრალდება. 

დღის ამბები