19 აპრილი 2024,   23:47
ვრცლად
საცხოვრებლად ყველაზე კომფორტულ ქალაქად ვენა აღიარეს

საცხოვრებლად ყველაზე კომფორტულ ქალაქად ვენა აღიარეს. ახალი კვლევა სახელწოდებით „ცხოვრებისთვის საუკეთესო ადგილი“ გამოცემა „ეკონომისტმა“ გამოაქვეყნა.

ქალაქის კომფორტულობის ინდექსი რამდენიმე კრიტერიუმით იანგარიშება, რომელიც ჯანდაცვის დონეს, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას, ასევე ქალაქის კეთილმოწყობას, განათლებასა და კულტურულ გარემოს მოიცავს.

2018 წლის კვლევაში ავსტრიის დედაქალაქმა იდეალური შედეგი აჩვენა და 100 ქულიანი სისტემით 99,1 ქულა დააგროვა.

წლევანდელი რეიტინგით, ვენამ ავსტრალიის ქალაქს მელბურნს გადაუსწრო, რომელიც რეიტინგში პირველ პოზიციას ბოლო 7 წლის განმავლობაში არ თმობდა.

მელბურნი წელს მეორე ადგილზეა, მესამე პოზიციას კომფორტის მიხედვით, იაპონიის ქალაქი ოსაკა იკავებს, მეოთხეზე კანადის კალგარი აღმოჩნდა. პირველ ხუთეულშია სიდნეი.

დღის ამბები