20 აპრილი 2024,   08:57
ვრცლად
"ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ბატონი კობაური არის ჯანმრთელი," - სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი 

იყო თუ არა სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი ფსიქიკურად გაწონასწორებული - მალხაზ კობაური დღეს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ფსიქიატრებმა და ფსიქოლოგებმა კიდევ ერთხელ შეამოწმეს. 

ბიუროს დასკვნა ჯერჯერობით უცნობია. 

„აღნიშნულმა კოლეგიამ შეაფასა იგი რამდენად ფსიქიკურად გაწონასწორებული და ქმედუნარიანი ადამიანია. აქვს თუ არა რაიმე პრობლემები მას. ვგულისხმობ ფსიქიკასთან მიმართებაში და ამით ამოიწურა აღნიშული კვლევა. დღესვე გადაიყვანენ კობაურს მერვე პენიტენციალურ დაწესებულებაში. ზეპირსიტყვიერი გასაუბრებიდან გამომდინარე, ექსპერტებთან ფაქტიურად, შესაძლებელია გადაჭრით ვთქვათ, რომ ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფი ბატონი კობაური არის ჯანმრთელი და ეს ზეპირსიტყვიერად ნათქვამი, დარწმუნებული ვარ, წერილობითაც აისახება,“ - განაცხადა  ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.

კიდევ ერთი ადვოკატი, ვასილ მამულაშვილი აცხადებს, რომ გამოიკვეთა ის, რასაც უფლებადამცველები მანამდეც ამბობდნენ, რომ მალხაზ კობაურს ჯანმრთელობის კუთხით, პრობლემა არ აქვს. 

დღის ამბები