25 აპრილი 2024,   02:40
ვრცლად
ლექსი „ორი ღორის“ შესახებ და ცვლილებები იაკობ გოგებაშვილის დედა ენაში - პირველკლასელების ახალი სახელმძღვანელო მწვავე კრიტიკის მიზეზი ხდება

პირველი კლასის დედა ენის სახელმძღვანელო ამ დრომდე არ დამტკიცებულა. როგორი დედა ენით ისწავლიან პირველკლასელები ჯერ არ არის გადაწყვეტილი, თუმცა, ცნობილია, რომ გოგებაშვილისეული წიგნი სახეცვლილი იქნება.

პირველი კლასისთვის განკუთვნილ ახალ სახელმძღვანელოს, რომელიც გამომცემლობა „ტრიას“ ეკუთვნოდა, გრიფი მოუხსნეს.

სახელმძღვანელოში შეტანილი ”ორი ღორის” ისტორია საბედისწერო აღმოჩნდა წიგნის შემქმნელებისთვის. 32-სტრიქონიანი ლექსი სწორედ მათი სიყვარულის ისტორიაზეა.

შენიშვნებს რევოლუციური კონცეფციის ავტორები უსამართლოს უწოდებენ. პაატა პაპავა, რომელიც დედაენის ახალი კონცეფციის ერთ-ერთი ავტორია, ამბობს, რომ სახელმძღვანელო არაკომპეტენტურმა ადამიანებმა დაიწუნეს.

დედა ენის ახალი სახელმძღვანელოს პირველი, ყველაზე მკაცრი კრიტიკოსი, ფილოლოგი, გია მურღულია იყო. მან სოციალურ ქსელში სახელმძღვანელოში შეტანილი ლექსის ”ორი ღორის” საკმაოდ ვრცელი ანალიზი გამოაქვეყნა და შინაარსი გააკრიტიკა.

სპეციალისტების ნაწილი მურღულიას კრიტიკას იწუნებს და ამბობს, რომ სამინისტრომ გადაწყვეტილება კონკრეტული პირების სასარგებლოდ მიიღო.

არასამთავრობოების ნაწილი სახელმძღვანელოს დაბეჭდვას და მისი სასკოლო პროგრამაში შეტანას მაინც ითხოვს.

გამომცემლობა „ტრიასის“ მიერ გამოშვებული დედაენის სახელმძღვანელო განათლების სამინისტრომ ამ ეტაპზე დაიწუნა და გრიფი დროებით ჩამოართვა. პარალელურად კი გრიფირების მინიჭების პროცესს განათლების მინისტრის გადაწყვეტილებით შიდა აუდიტის სამსახური სწავლობს.

ახალი მინისტრი, მიხეილ ბატიაშვილი ადასტურებს, რომ სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში ბევრი ხარვეზი გამოვლინდა.

დღის ამბები