დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატების სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში მიიღო. ისინი სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვენ, რომელიც გაუთქმელობის ვალდებულებას გულისხმობს და რის გამოც ხშირად დაცვის მხარე პროკურატურასთან შედარებით არათანაბარ პირობებში არის.
ადვოკატები კიდევ ერთი ნორმატიული აქტის გაუქმებას ითხოვენ, რომელიც სხდომების დახურვას შეეხება.
მათი განმარტებით, განსასჯელის თანხმობის შემთხვევაში სხდომები საჯარო იქნება და არ დაიხურება ბრალდების მხარის მოთხოვნის მიუხედავად.