24 აპრილი 2024,   02:04
ვრცლად
იტალიაში ხიდის ჩანგრევის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

იტალიის ქალაქ გენუაში სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. მაშველები ჩამონგრეული ხიდის ქვეშ მოყოლილ ადამიანებს ეძებენ. ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 12 ადამიანი.

ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

ბოლო მონაცემებით ,უბედური შემთხვევის შედეგად დაიღუპა 26 ადამიანი, 15-ზე მეტი კი მძიმედ დაშავდა.

სამაშველო სამუშაოებში იტალიის სხვადასხვა რეგიონიდან მობილიზებული 300-ზე მეტი მაშველი და კინოლოგიური სამსახურები მონაწილებენ.

გენუაში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა. 45 მეტრის სიმაღლის მო-რანდის ხიდის, თითქმის, 200 მეტრიანი სექცია გუშინ დილით ძლიერი შტორმის დროს ჩამოინგრა.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევის დროს მაგისტრალზე რამდენიმე ათეული ავტომობილი გადაადგილდებოდა.

დღის ამბები