24 აპრილი 2024,   06:59
ვრცლად
„ივანიშვილი არამც თუ თვლის, რომ რეზიდენციაში არ უნდა ცხოვრობდეს პრეზიდენტი, არამედ თვლის, რომ უნდა გაუქმდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი" - ბოკუჩავა

პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას  ოპოზიცია პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინების მორიგ მცდელობად აფასებს. „ნაციონალური მოძრაობის“ აზრით, „ქართული ოცნების“ წევრებს უწევთ, გაამართლონ ივანიშვილის დამოკიდებულება ამ ინსტიტუტისადმი.

„ივანიშვილი არამც თუ თვლის, რომ რეზიდენციაში არ უნდა ცხოვრობდეს და მუშაობდეს, ის თვლის, რომ საერთოდ უნდა გაუქმდეს პრეზიდენტის ინსტიტუტი. გასაკვირი არ არის, რომ კობახიძეს უწევს ივანიშვილის ამ აკვიატების გამართლება სრულიად აბსურდული განმარტებით. მთელი „ქართული ოცნების“ გუნდი არის აბსოლუტურ მორჩილებაში,“- განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

ოპოზიციის კომენტარი პრეზიდენტის სასახლესთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის შეფასებებს მოჰყვა. ირაკლი კობახიძის თქმით, შენობის ზომა არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტის კომპეტენციებიც ფართოა.

ამავე თემაზე
დღის ამბები