25 აპრილი 2024,   03:30
ვრცლად
თავდასხმა ავღანეთის ბაღლანის პროვინციაში - დაიღუპა სულ მცირე 45 ჯარისკაცი

ავღანეთის ბაღლანის პროვინციაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 45 ავღანელი ჯარისკაცი დაიღუპა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, შეტევა სამხედრო ბაზაზე თალიბებმა განახორციელეს.

ამ დროისათვის უცნობია მომხდარის დეტალები.

ინტენსიური შეტაკებები ავღანეთის ჩრდილოეთ პროვინციაში სამხედროებსა და დაჯგუფება თალიბანის მებრძოლებს შორის რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდებოდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ბაღლანის ბაზა ბოლო 24 საათის განმავლობაში ისლამისტების ალყაში იყო.

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაშავებულებსა და დაღუპულებს შორის არ არიან ქართველი სამხედროები.

დღის ამბები