24 აპრილი 2024,   10:10
ვრცლად
თავდასხმა ვესტმინსტერში - საგამოძიებო მოქმედებები ბრიტანეთში გვიანობამდე გაგრძელდა

საგამოძიებო მოქმედებები დიდ ბრიტანეთში გვიანობამდე გაგრძელდა. ლონდონის ცენტრში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომელსაც გამოძიებამ ტერორიზმის კვალიფიკაცია მიანიჭა, სამართალდამცველებმა ჩხრეკა ბირმინგემში, რამდენიმე მისამართზე ჩაატარეს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ტერორიზმში ბრალდებული, რომელიც პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა, 29 წლის ბრიტანეთის მოქალაქე სალიხ ჰატერია. იგი წარმოშობით სუდანიდანაა. თავდასხმა ვესტმინსტერში გუშინ მოხდა. ახალგაზრდა მამაკაცმა მანქანა ველოსიპედისტებს შეაჯახა. შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. 

დღის ამბები