ერევნის პოლიციის ცენტრალურ განყოფილებაში ინციდენტი მოხდა. ლგბტ თემის წარმომადგენლები პოლიციის შენობაში შეიჭრნენ და სამართალდამცველებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ უწყების პრესსამსახურიც ადასტურებს. დაპირისპირების მიზეზი ლგბტ თემის ერთ-ერთ წარმომადგენელზე მომხდარი თავდასხმა გახდა. მას შემდეგ, რაც პოლიციამ დამნაშავე დააკავა, ლგბტ თემის წარმომადგენლები განყოფილებაში ბრალდებულზე შურისძიების მიზნით შეიჭრნენ. შედეგად 2 სამართალდამცველი დაშავდა, მათგან ერთ-ერთის საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო. პოლიციამ 2 პირი დააკავა.