19 აპრილი 2024,   21:43
ვრცლად
გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა

გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 37-მდე გაიზარდა, სამი მათგანი ბავშვია.

ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად პროკურატურა ადამიანის შეცდომას ასახელებს. იტალიის ტრანსპორტის მინისტრი კი ხიდის ოპერატორი კომპანიის ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვს.

სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და კინოლოგთა ჯგუფები.

45 მეტრის სიმაღლის მო-რანდის ხიდის, 200-მეტრიანი სექცია ძლიერი შტორმის დროს ჩამოინგრა და 40-მდე მანქანა ჩაიტანა. მომხდარის გამო იტალიაში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები