19 აპრილი 2024,   17:15
ვრცლად
ხელფასებსა და მომსახურებაზე დახარჯული 13 მილიონამდე ლარი - პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯები 2017 წელს

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხარჯების ფინანსური აუდიტი. მაკონტროლებელი ორგანოს დასკვნის მიხედვით ირკვევა, რომ 2017 წელს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელფასებსა და მომსახურებაზე 13 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, მათგან დანამატების და პრემიის სახით ორ მილიონამდე ლარი გაიცა.

როგორც აუდიტის სამსახურში ამბობენ, დანამატების შემთხვევაში არ არის დაკონკრეტებული, თუ რატომ გაიცა ის. დანამატის გაცემას პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სისტემატური ხასიათი ჰქონდა. აუდიტის სამსახურში მიაჩნიათ, რომ ხარჯები დასაბუთებული უნდა ყოფილიყო.

გარდა ამისა, აუდიტის სამსახურის რეკომენდაციები და შენიშვნები აქვს ახალ წელს ჩატარებულ ღონისძიებაზეც, რაშიც ადმინისტრაციამ თითქმის ნახევარი მილიონი დახარჯა და ღონისძიება მხოლოდ ერთ კომპანიას შეუკვეთა.

„ადმინისტრაციამ უნდა გაამახვილოს მეტი ყურადღება ბიუჯეტის დაგეგმვის ნაწილზე, რათა არ მოხდეს თანხების დიდი გადანაწილება მუხლებს შორის. აგრეთვე, სარეზერვო ფონდის ნაწილში, დროულად უნდა განისაზღვროს ის ღონისძიებები, რომლებიც შესაძლებელია გათვალისწინებული იყო ბიუჯეტში და აღარ იქნას საჭიროება მისი დაფინანსების სარეზერვო ფონდიდან. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გაიცემოდა დანამატები, მას ჰქონდა ყოველთვიური ხასიათი. დანამატები გაიცემოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის, უფროსის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად, იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო სამსახურკვალიფიციური კადრებით. ჩვენ ვამბობთ, რომ შესაძლებელია ეს ყოფილიყო უფრო გამჭვირვალე და უფრო მეტად დასაბუთებული,“ - აღნიშნა საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსმა აუდიტორმა, ნანა ვაჩაძემ.

დღის ამბები