20 აპრილი 2024,   00:01
ვრცლად
ლონდონის ცენტრში მომხდარ თავდასხმას, ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახური იძიებს

ლონდონის ცენტრში მომხდარ თავდასხმას, ბრიტანეთის კონტრდაზვერვის სამსახური იძიებს. სამართალდამცველებმა ჩხრეკა ჩაატარეს სამ მისამართზე ბირმინგემსა და ნოტინგემში, სადაც თავდამსხმელის მანქანა იყო რეგისტრირებული.

ის შემთხვევის ადგილზე გუშინვე დააკავეს. ეჭვმიტანილი წარმოშობით სუდანელია, თუმცა ბრიტანეთის მოქალაქეობა აქვს.

მან მსუბუქი ავტომობილი პარლამენტის შენობასთან ჯერ გამვლელებს, შემდეგ კი დამცავ ღობეს შეაჯახა. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა. ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს. 

 

დღის ამბები