18 აპრილი 2024,   09:42
ვრცლად
გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა - ბოლო მონაცემებით, გარდაცვლილია 39 ადამიანი

გენუაში ხიდის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა. ამ დროისთვის დადასტურებით ცნობილია, რომ დაღუპულია 39 ადამიანი, სამი მათგანი ბავშვია.

თუმცა, სამაშველო სამსახური გარდაცვლილთა რიცხვის კიდევ გაზრდას არ გამორიცხავს. ტრაგედიის გამომწვევ მიზეზად პროკურატურა ადამიანის შეცდომას ასახელებს.

იტალიის ტრანსპორტის მინისტრი კი ხიდის ოპერატორი კომპანიის ხელმძღვანელობის გადადგომას მოითხოვს. სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სპეცტექნიკა და კინოლოგთა ჯგუფები. 45 მეტრის სიმაღლის მორანდის ხიდის, 200 მეტრიანი სექცია ძლიერი შტორმის დროს ჩამოინგრა და 40-მდე მანქანა ჩაიტანა. მომხდარის გამო იტალიაში ორდღიანი გლოვა გამოცხადდა. 

დღის ამბები