24 აპრილი 2024,   09:31
ვრცლად
"რუსეთის ინტერესების სექციის ირგვლივ შექმნილი ვითარება ქართველი კრიმინალური ელემენტების ბრალია" - პასუხი "რუსთავი2"-ს რუსეთის საგარეო უწყებიდან 

არიან თუ არა ჩართული რუსეთის საკონსულოს თანამშრომლები უკანონო ვაჭრობაში - ამ კითხვაზე "რუსთავი2"-მა ოფიციალური პასუხი რუსეთის საგარეო უწყებიდან მიიღო. 

„კურიერმა“ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა მოსკოვის საგარეო უწყებას კითხვა გაუგზავნა. ოფიციალური მოსკოვის პასუხში კი აღნიშნულია, რომ ამ თემაზე კონკრეტული პასუხი რუსეთის საგარეო უწყების გვერდზე დევს.

უწყებაში ამბობენ, რომ რუსეთის ინტერესების სექციის ირგვლივ ვითარება გართულებულია, თუმცა ეს ადგილობრივი, ქართველი კრიმინალური ელემენტების ბრალია.

საქართველოში არსებულ რუსეთის ინტერესების სექციაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით "კურიერმა" ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა. საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ  ადგილი აქვს არაკეთილსინდისიერ მოპყრობას იმ ადამიანების მიმართ, როლებიც თვეების განმავლობაში ვიზის მოლოდინში რიგში დგანან.

საქმე ეხება ვიზის სანაცვლოდ კონკრეტული თანხის შესაძლო მოთხოვნა - გადახდას. 

"შაბათის კურიერში" გასული ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. გამოძიება თაღლითობის მუხლით მიმდინარეობს.  

ქართველი სამართალდამცველები ცდილობენ გაარკვიონ ვის უხდიან მოქალაქეები რუსეთის ვიზის მისაღებად 350-დან 550 დოლარამდე თანხას.

ამავე თემაზე
დღის ამბები