იაპონიის სამხრეთ დასავლეთით კუნძულ კუჩი-ნოერაბუზე მოსახლეობის ევაკუაციას იწყებენ. მიზეზი ვულკანი გახდა, რომელიც გააქტიურდა და უახლოეს საათებში ამოფრქვევას დაიწყებს.
ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა უკვე გააფრთხილა მოსახლეობა და ევაკუაციისთვის მომზადება ურჩია. 3 კილომეტრის რადიუსში მთასთან მიახლოება აიკრძალა.
ბოლოს ვულკანი 2015 წლის მაისში ამოიფრქვა.