17 ნოემბერი 2018,   11:47
ვრცლად
"მძღოლს არც ტელეფონი ეჭირა ხელში" - ტრაპზონში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული მომხდარს იხსენებს 

საქართველოს დაშავებული მოქალაქეები ტრაპზონში აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. ავტოავარიის შედეგად დაზარებული ცოლ-ქმრის მდგომარეობა, ამ დრომდე მძიმეა.

ორივე მათგანი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. მამაკაცი კვლავ მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მესამე დაშავებული, კი რომელსაც გუშინ გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, პალატაში გადაიყვანეს.

„მოვინახულე ტრაპზონის ორ სხვადასხვა კლინიკაში ავტოავარიის შედეგად დაზარალებული მოქალაქეები. რაც შეეხება საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებულ ცოლ-ქმარს შაინიძეებს, ქალბატონი, რომელსაც გუშინ ჩაუტარდა სახის ძვლების მოტეხილობის გამო რეკონსტრუქციული ოპერაცია, თავს გრძნობს კარგად და გონებრივი ურთიერთობების პრობლემა მას არ აქვს. რაც შეეხება მამაკაცს, ის დღემდე რჩება რეანიმაციულ განყოფილებაში. ქალბატონი, რომელიც იმყოფება სახელმწიფო კლინიკაში, ტრავმის შედეგად მას დაზიანებული ჰქონდა ელენთა, მოხდა გუშინ ოპერირება და დღეს თავს გრძნობს კარგად,“ - განაცხადა ზაალ მიქელაძემ.

ტრაპზონში მომხდარი ავტოავარიის წუთებს იხსენებს დაზარალებული ვენერა ოსტიაშვილი.

„ბოლში ვიჯექი სულ, ყველაზე ბოლოს. უცებ რომ მოუხვია და თან გადაბრუნდა. მძღოლს არც ტელეფონი ეჭირა ხელში, არაფერი,“ - აღნიშნა დაზარალებულმა ვენერა ოსტიაშვილმა

ავარია ტრაპიზონში გუშინ გამთენიისას მოხდა. საქართველოს სანომრე ნიშნიანი მიკროავტობუსით თურქეთში 21 ადამიანი მიდიოდა. მძღოლს სავარაუდოდ, საჭესთან ჩაეძინა, თუმცა ერთ-ერთი ვერსიით, იგი ტელეფონით საუბრობდა.

დღის ამბები