17 სექტემბერი 2019,   03:06
ვრცლად
OPIC საქართველოში ინვესტიციების გაფართოებას გეგმავს

OPIC საქართველოში ინვესტიციების გაფართოებას გეგმავს - ამის შესახებ კორპორაციის წარმომადგენლებმა დღეს პრემიერ-მინისტრთან განაცხადეს. დელეგაციამ დადებითად შეაფასა საქართველოში მიმდინარე რეფორმები. კორპორაციის წარმომადგენლების მხრიდან გამოითქვა სურვილი, რომ კიდევ უფრო გაფართოვდეს მათი ინვესტიციები საქართველოში.

„ბიზნესისთვის და ინვესტირებისთვის ძალიან დადებითი პირობებია შექმნილი დღეს საქართველოში, მათი აზრით და თქვეს, რომ საქართველოში მათი ინვესტიციები დღესდღეობით, ერთ სულ მოსახლეზე პრაქტიკულად, უმაღლესია სხვა ქვეყნებთან შედარებით,“ - აღნიშნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ.

დღის ამბები