25 აპრილი 2024,   15:24
ვრცლად
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა დაიწყო - „გირჩის“ ბიბლიური მოწმობით 8 ათასზე მეტმა ახალგაზრდამ ჯარს თავი აარიდა

სამხედრო სავალდებულო სამსახურში საშემოდგომო გაწვევა დაიწყო. წლის ბოლომდე 5 ათასამდე ახალგაზრდა სახელმწიფოს სხვადასხვა უწყებაში უნდა გადაანაწილონ. მესამე დღეა, რაც საშემოდგომო გაწვევის ფარგლებში სახელმწიფო უწყებები სამხედრო სავალდებულო სამსახურისთვის 4765 მსურველს ეძებენ. მათგან საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1800 წვევამდელს გაიწვევენ, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში 1395-ს, შსს-ს ქვედანაყოფებში 1370-ს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის კი 200 ვაკანტური ადგილია გამოყოფილი.

ათასობით ახალგაზრდა უარს ამბობს, დათანხმდეს სამხედრო სავალდებულო სამსახურს და თავის გადარჩენას სხვადასხვა მეთოდით ცდილობს. მათგან ყველაზე პოპულარული პარტია „გირჩის“ ბიბლიური მოწმობაა, რომლითაც 8 ათასზე მეტ ახალგაზრდას ჯარში იძულებითი სამსახური აღარ მოუწია.

მღვდელმსახურის მოწმობის გაცემით პარტიამ კი დაახლოებით, 50 000 ლარის შემოწირულობა მიიღო.

იმ ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც სავალდებულო სამხედრო სამსახური არ მოსწონთ, სახელმწიფოს ალტერნატიული შეთავაზება აქვს. მომავალი წლიდან მთავრობა შეეცდება, რომ სამხედრო სამსახურს გაქცეულები სურვილის შემთხვევაში სახანძრო-სამაშველო განყოფილებებში დაასაქმონ.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მთავარი პრობლემა ის სტრატეგიაა, რომელიც სახელმწიფოს სამხედრო სამსახურთან მიმართებით აქვს. მათი თქმით, ახალგაზრდების დაცვის სამსახურში ყოფნით ქვეყნის უსაფრთხოებაზე ზრუნვა შეუძლებელია.

 

ავტორი: ედიშერ მუშკუდიანი.

დღის ამბები