13 ნოემბერი 2018,   07:41
ვრცლად
ტერაქტი ავღანეთში - დაიღუპა 48 აბიტურიენტი

ავღანეთში ტერაქტს 48 ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულთა რიცხვი კი 67-ს აღწევს. ქაბულის სასწავლო ცენტრში ტერორისტმა კამიკაძემ შაჰიდის ქამარი აამოქმედა.

დაღუპულები აბიტურიენტები არიან, რომლებიც უნივერსიტეტის მისაღები გამოცდებისთვის მოსამზადებელ კურსს გადიოდნენ.

ტერაქტზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ დაჯგუფებას არ აუღია. მოძრაობა "თალიბანმა" კი განცხადება გაავრცელა და თავდასხმასთან კავშირი გამორიცხა.

დღის ამბები