20 აპრილი 2024,   16:15
ვრცლად
ვანო მერაბიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ვანო მერაბიშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. "კურიერის" ინფორმაციით, მთავრობის ყოფილი მეთაურის და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღეს გართულდა, რის გამოც სასჯელაღსრულების დაწესებულების ექიმებმა გამოკვლევების ჩასატარებლად მისი კლინიკაში გადაყვანის გადაწყვეტილება მიიღეს.

მიუხედავად ამისა, საავადმყოფოში არ ადასტურებენ, რომ მათთან დღეს სამკურნალოდ რომელიმე პატიმარი მიიყვანეს. 

ადვოკატების თქმით, საუბარია სასუნთქი გზების დაავადებაზე. მათივე ინფორმაციით, ჯანმრთელობის პრობლემები ვანო მერაბიშვილს უკვე დიდი ხანია, აღენიშნება.

ოჯახის ახლობლების განმარტებით, დაახლოებით, 10 დღის წინაც მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ დამძიმდა და ექიმებს სურდათ დამატებითი კვლევების ჩატარება, მაგრამ ბიუროკრატიული პრობლემების გამო, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ციხის გარეთ კლინიკაში არ გადაიყვანეს.

მათივე თქმით, დღეს ვითარება იმდენად დამძიმდა, რომ მერაბიშვილი ბადრაგმა დაუყოვნებლად გადაიყვანა საავადმყოფოში.

"კურიერის" ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში უკვე დააბრუნეს. მას ადვოკატები ხვალ მოინახულებენ. 

დღის ამბები